24 წლის სტუდენტმა ლექციაზე 3 ადამიანი დაჭრა

კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტში 24 წლის სტუდენტმა, გენდერული კვლევების გაკვეთილზე სამი ადამიანი დაჭრა. პოლიცია შემთხვევას „სიძულვილით მოტივირებულ ინციდენტს“ უწოდებს.

„გამომძიებლები თვლიან, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული ინციდენტი, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ გამოხატვასთან და გენდერულ იდენტობასთან“, ნათქვამია ვატერლოოს რეგიონული პოლიციის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოთხშაბათს, დაახლოებით 15:30 საათზე, აუდიტორიაში  შევიდა და დანით დაჭრა 38 წლის პროფესორი, 20 წლის სტუდენტი ქალი და 19 წლის სტუდენტი მამაკაცი. პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს საკლასო ოთახში დაახლოებით 40 სტუდენტი იმყოფებოდა.

დაჭრილების დაზიანებები სერიოზულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

 

მსგავსი თემები