უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – ირაკლი ღარიბაშვილი

შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა.

,,ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინკლუზიურობა. შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. უმუშევრობის დონე პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს- 17,3%. აქვე შეგახსენებ, რომ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა მილიონ 271 ათასი,”- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები