ტრამპი აცხადებს, რომ შეწყვეტილმა ამბოხმა პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მთავრობას შესაძლოა, მოუწიოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა, ომის შესაჩერებლად.

„შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ჯერ კიდევ არსებობს, ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ის ნამდვილად იყო, ვიტყოდი, გარკვეულწილად დასუსტებული მაინც ბევრი ადამიანის გონებაში. თუმცა, პუტინი რომ აღარ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თქვენ არ იცით რა არის ალტერნატივა. ეს შეიძლება, იყოს უკეთესი, მაგრამ შეიძლება, იყოს ბევრად უარესი“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მსგავსი თემები