ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს საჭირო პირობების შესრულებაში – ევროკავშირის ლიდერები

დღეს,  ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ  რეზოლუციას დაამტკიცებს. ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადება, რომელიც უკრაინას შეეხება, საქართველოზეც არის საუბარი.

,,ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში,”- ნათქვამია სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად არიან წვლილი შეიტანონ პარტნიონერბთან ერთად,  უკრაინის წინაშე უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებში, რაც დაეხმარება უკრაინას დაცვაში გრძელვადიან პერსპექტივაში,შეაკავებს აგრესიის აქტებს და წინააღმდეგობას გაუწევს დესტაბილიზაციის მცდელობებს.

მსგავსი თემები