,,პირველ 5 თვეში გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა”- პრემიერი

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს

„მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

მსგავსი თემები