13 წლის მოზარდი ორსულადაა – სექსუალური დანაშაულისთვის 50 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს. არასრულწლოვანი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგონას დედამ, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას არ მიმართა და აბორტის გასაკეთებლად არასრულწლოვანი ქუთაისის კლინიკაში წაიყვანა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

მსგავსი თემები