,,რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს” – კირილე

,,რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს არა მხოლოდ წარმატებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალიან კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს”, – ამ სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პატრიარქმა კირილემ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ. კრემლის მოოქროვილი დარბაზიდან პუტინმა ხარების ტაძარში გადაინაცვლა სადაც კირილმა დალოცა.

„და თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება, შედეგები შეიძლება იყოს უკიდურესად საშიში ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის მოიცავს მსხვერპლს და ხალხის, ქვეყნის სასიკეთოდ მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები არასოდეს ყოფილა დაგმობილი არც ეკლესიის და არც ხალხის მიერ“, – ამბობს რუსეთის პატრიარქი.

 

მსგავსი თემები