გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას უყურებს, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს.

„თვითონ არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება… არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. გავაკეთებ ნებისმიერ ვითარებაში იმას, რაც, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, და მერე სხვების აზრითაც, ვინც მე მაინტერესებს, ვის აზრსაც ვენდობი, უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ თავარი არხის“ ეთერში.

მსგავსი თემები