,,მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა. მისი  თქმით, თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლი 30 წლის განმავლობაში, ეს არის შიდა მტრული ძალა.

„ჩვენს დეგრადირებულ, გაუბედურებულ, დესტრუქციულ ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. უსუსური მცდელობაა, რომ პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან. სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ. ამიტომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა, რუსული ჯარი გასული იყო 2007 წელს. მომისმინონ ქართველებმა, რაღაც ტაქტიკა აქვთ, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას. ეს ძალიან მარტივი პროვოკაციებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები