,,გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?”- ირაკლი ღარიბაშვილი

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ოპოზიციას მიმართა.

,,ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ მათ იციან ყველაზე მეტად, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ჩვენი ეროვნული ინტერესების. ამიტომ თუ ვინმე რამე გააკეთა, თუ რაიმე დარჩენიათ ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მართლაც გაუბედურებული, საცოდავები ხართ, არაფერი სათქმელი აღარ აქვთ არცერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდი თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენ ქვეყანას. თქვენი ბელადის კამპანია რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ, ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი, თუ აღდგა”, – მიმართა ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები