,,2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებაა რუსული ჯარი შემოაბრუნა. მისი თქმით, რუსული ჯარი საქართველოდან 2007 წელს გავიდა.

,,მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას, ხალხს მინდა ველაპარაკო და კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს რუსული ჯარი, შემოაბრუნეს, აი ამათ, ამ ადამიანებმა. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ორჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი შეცდომები კი არა, მე ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა? პასუხი გაგვცენ ამ ადამიანებმა, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა.რას ნიშნავს ახალი ვთქვა, ესე იგი წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ამაზე დიდი უბედურება, ტრაგედია რა შეიძლება იყოს, რომ ოპოზიციონერი კი არა, პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები გვეუბნებიან, რომ ეს თემა დავამთავროთ თურმე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები