პარლამენტთან, საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით „ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ჩაკეტვა იყო. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟორჟ ჟამერაშვილმა განაცხადა, მთავრობამ უნდა მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების ქვეყანაში დაბრუნებას მოახერხებს და საზღვარი უნდა ჩაიკეტოს მანამ, სანამ ქართველები აფხაზეთში თავისუფლად ჩასვლას არ შეძლებენ.

მეტი...

ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვა

ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვა – ტელეგრამ არხებში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელი ტერიტორიას მანქანით ტოვებს, ადგილზე შეკრებილები კი მას ტაშითა და ოვაციებით აცილებენ. ასევე, გავრცელდა ვიდეო კადრები, როგორ ემზადებიან  “ვაგნერელები” შტაბის დასატოვებლად. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და ის ბელარუსში გადავა.

მეტი...

,,პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა” – პესკოვი

,,პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს. როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.

მეტი...

გურული ღვინის ფესტივალში გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე და ვეტერანები დაესწრნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივ და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ მეღვინეებთან, მეწარმეებთან და მეღვინეობის დარგით დაინტერესებულ სასულიერო პირებთან ერთად, ფესტივალზე, თავიანთი ნაწარმი, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრებმაც წარმოადგინეს. დასასრულ,…

მეტი...