ბოტულიზმი, ქოლერა, ციმბირული წყლული – შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების რისკს ქმნის   

შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების წყაროდ იქცა, რისკი საკმაოდ მაღალია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უკრაინაში, კერძოდ კი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად შავი ზღვა სერიოზულად დაბინძურდა. შავი ზღვა ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

საუბარია ამონიუმზე, ნიტრატებზე, სხვადასხვა პესტიციდზე, მძიმე მეტალებზე რომელიც კაშხლის აფეთქების შედეგად ზღვაში აღმოჩნდა.

ბოტულიზმი, ქოლერა, ციმბირული წყლული – ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელის გავრცელების რისკი შავ ზღვაში საკმაოდ მაღალია. როგორ სპეციალისტები აცხადებენ, დაბინძურებული მასები საქართველომდე ჯერ ვერ მოაღწევს.

უკრაინის ტერიტორიაზე შავ ზღვა მწვანე შეფერილობისაა და არასასიამოვნო სუნიც აქვს. შავი ზღვის დაბინძურებას უკრაინიდან რუმინეთში ელიან, შემდეგ კი თურქეთში.

„ჯერჯერობით საქართველოს შავი ზღვის ზოლს საფრთხე არ ემუქრება. ნაკადი რომელიც უკრაინიდან გადაადგილდება, არის უფრო სამხრეთით. დაბინძურებული მასა დაძრულია ოდესისკენ, შემდეგ ჩავა ბულგარეთში, შემდეგ რუმინეთში, თურქეთში და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენთან შემოვიდეს“ – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

პარალელურად, საქართველომ გააძლიერა მონიტორინგი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლზე, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი 10 დღეში ერთხელ მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.

 

მსგავსი თემები