ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელი სახლი იწვის

ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფება მერის წარმომადგენელი, სოსო მჭედლიშვილი. მისი თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

“სახანძრო თავის დროზე მოვიდა, არავინ არ დაშავებულია, სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი და ჭერი დაიწვა,” – ამბობს მჭედლიშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან”.

მსგავსი თემები