პუტინმა საპრეზიდენტო, „წითელ ღილაკიანი“ თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

ВЧК-ОГПУ-ის ცნობით, თვითმფრინავი ТУ-214ПУ მოსკოვის აეროპორტში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე დაეშვა.

მსგავსი თემები