რუსული ავიაციის იერიშის შედეგად, სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის საჰაერო თავდასხმას სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. “თეთრი ჩაფხუტების” სამოქალაქო ჯგუფის განცხადებით, სამი სამხედრო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა ბოსტნეულის ბაზარზე ჯისტ ალ-შუღურის რაიონულ ცენტრში.

2018 წლის სექტემბერში თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ იდლიბის დეესკალაციის ზონად გამოცხადებაზე, სადაც აგრესიის აქტები პირდაპირ აკრძალულია. თუმცა, სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები მუდმივად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მსგავსი თემები