აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა

25 ივნისიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა. რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს.

​ისინი მოსახლეობას მხოლოდ გალში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით უშვებენ. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა. არ უშვებენ არც იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და ზუგდიდში გადასვლა სურთ. მათ ფორმა 100-სა და “ფეესბეს” მიერ დამტკიცებულ სპეციალურ საშვს სთხოვენ.

მსგავსი თემები