აშშ-ის დაზვერვა: არ გვაქვს პირდაპირი სამხილები, რომ Covid ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ვერ იპოვეს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ COVID-19 პანდემია ჩინეთში არსებული ვუჰანის ლაბორატორიიდან დაიწყო. ინფორმაცია 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ვირუსი ამ ლაბორატორიიდან გაჩნდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაგნო პანდემიის გავრცელების პირველწყაროს.

“ცენტრალური დაზვერვის სააგენტო და სხვა სააგენტოები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაადგინონ COVID-19-ის ზუსტი წარმოშობა, ვინაიდან ორივე (ბუნებრივი და ლაბორატორიული) ჰიპოთეზები ეყრდნობა მნიშვნელოვან დაშვებებს ან აწყდება წინაღობებს ურთიერთწინააღმდეგობრივი ანგარიშების გამო” – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსთან დაკავშირებით “მნიშვნელოვანი სამუშაოები” ჩატარდა, სააგენტოებმა ვერ იპოვეს სამხილი, რომელიც ისეთ კონკრეტულ ინციდენტზე მიუთითებდა, რასაც, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება გამოეწვია.

მსგავსი თემები