,,რუსეთის შიდა პოლიტიკა შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის”- კობახიძე

,,ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის” , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შიდა პოლიტიკაზე კომენტარების გაკეთება არასწორია.

„ გუშინ ვთქვით და დღესაც ვიმეორებთ, რომ ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა. კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ამ თემაზე. ყველა სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის შიდა პოლიტიკას, ეს ჩვენი საქმე არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები