ლავროვი ზელენსკიზე – ,,არ მაქვს სამედიცინო განათლება შევაფასო არაადეკვატური ადამიანის მდგომარეობა” 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ ცნობიერების ბობოქარი ნაკადია.

“მიჭირს კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა. ახლა დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი სიტყვიერ უსაქციელობას, რომელსაც საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

მან ზელენსკის სიტყვებს “ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი” უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო.

“არ მაქვს სამედიცინო განათლება. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც არაერთხელ, ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები