რუსეთმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.

მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი თემები