კახა კალაძე გვარამიას შეწყალებაზე – ,,აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას

კალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს.

„არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში შევიდე და პოლემიკა გავმართო, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები