საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე დაიწყო 19:00 საათზე დასრულდება.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 9.8 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად არჩევნებში 32 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ კონსერვატიულ პარტია „ახალ დემოკრატებს“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხელმძღვანელობს, გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს.

მიცოტაკისის პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300-ადგილიან პარლამენტში ხუთი მანდატი დააკლდა. ამის შემდეგ მიცოტიაკისმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საბერძნეთში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებული პარლამენტში დამატებით 50 ადგილს მიიღებს.

მსგავსი თემები