ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

როგორც მან მედიას განუცხადა, სავარაუდოდ, დაკავება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეს უკავშირდება.

„მეც გავიგე, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ, მაგრამ მისმა მეუღლემ შემატყობინა ეს ამბავი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მუხლით დააკავეს. ალბათ, ჩვენებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. რა და როგორ იყო, არ ვიცი, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიქნებოდი“,-განაცხადა რამიშვილმა.

მსგავსი თემები