აშშ ვაგნერის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გადადებს – WSJ

რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, შეერთებული შტატები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადადებს – ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ვაშინგტონს არ სურს, რომ პრიგოჟინისა და პუტინის დაპირისპირებაში მხარედ გამოჩნდეს.

“ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მხარეს იჭერს”, – უთხრა გამოცემას წყარომ.

მსგავსი თემები