ევგენი პროგოჟინმა გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები – ISW

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დადო ფსონი იმაზე, რომ მისი კომპანიის დამოუკიდებელ ძალად შენარჩუნების ერთადერთი გზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წასვლა იყო, მაგრამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები , – ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არარეგულირებად ფორმირებებზე, მათ შორის „ვაგნერზე“ კონტროლის დაწესების ვადად 1-ელი ივლისი გამოაცხადა, რაც პრიგოჟინა მისი პოლიტიკური (და შესაძლოა პირადი) გადარჩენისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ ჩათვალა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, თავისი ძალების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაცვლელად გამოყენება გარისკა. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი გეგმავდა ამ ამბოხს, რასაც მოწმობს „ვაგნერის“ მოძრაობების კოორდინაცია და სისწრაფე.

„პრიგოჟინის ამბოხებამ კიდევ უფრო შეარყია მისი მხარდაჭერის ბაზა ულტრანაციონალისტურ საზოგადოებაში, რუსეთის მთავრობაში და თავად „ვაგნერის“ რიგებში“, – აცხადებენ ექსპერტები.

მსგავსი თემები