ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – არიან დაშავებულები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე „სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

მსგავსი თემები