,,მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება” – ვითარება ლარსზე

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტი ჩვეული რეჟიმით მუშაობს. შსს-ის თანამშრომლის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება.

“სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება, არც შემოსვლის და არც გასვლის მიმართულებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. არავითარი მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება. არც შემოსვლის არც გასვლის მიმართულებით,” – აცხადებს შსს-ის თანამშრომელი მედიასთან საუბრისას. 

მსგავსი თემები