„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ – თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

“მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” – “ევროპული საქართველო” და პარტნიორი ორგანიზაციები რუსეთში დაწყებულ მოვლენებს აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურნენ. ფილმის ჩვენება რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან” გაიმართა.

“ჩვენ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე ქუჩაში იმისთვის, რომ რაც გვწყინს ან გვიხარია, ეს აღვნიშნოთ. ჩვენ გვიხარია, რომ რუსეთმა ასეთი სირცხვილი ჭამა და ვაპირებთ ამ სირცხვილის შეჯამებას. ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი კარგი იქნება, არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ რუსებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ პოპკორნით ვუგულშემატკივროთ რუსეთის განადგურებას. აქციაზე ვაჩვენებთ რა ხდება რუსეთში რეალურად, ვინ არის პრიგოჟინი, ვინ არის შოიგუ, რა როლი აქვს ახლა და რა როლი ჰქონდა მას 30 წლის წინ აფხაზეთში”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი თემები