„ვაგნერის“ პრესსამსახური – ევგენი პრიგოჟინი კავშირზე არ გამოსულა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

“ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულა, – ინფორმაციას „მედუზა“ და RTVI ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, პრიგოჟინი ბოლოს 24 ივნისს, როსტოვიდან გასვლისას ნახეს და უცნობია, ამჟამად სად იმყოფება ის.

“ვაგნერის” ხელმძღვანელის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი უპასუხებს ყველა შეკითხვას, როდესაც “ის ნორმალურ კავშირზე იქნება”.

უკრაინის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ „ვაგნერელები“ ბელარუსში გადავიდნენ.

მსგავსი თემები