,,რაც გუშინ მოხდა, რუსეთს ასუსტებს – ვისაც არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის მოღალატეა” – ბოკერია

,,ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე” , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გამოეხმაურა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ მტრის დასუსტება ყველა პატრიოტს ახარებს.

“ყველა საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს ახარებს ჩვენი მტრის დასუსტება, ის რაც რუსეთში მოხდა ამ ქვეყანას ასუსტებს. უმძიმესი დარტყმა ხელისუფლებამ მიიღო. ყველას სურდა, რომ რუსეთს დიდი დარტყმა მიეღო, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ისტორიული ფანჯარა შესაძლებლობის გახსნილია. მთავარია, რომ ჩვენი მტერი დასუსტდეს. ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია ან მოღალატე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები