ნიდერლანდების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიზეზი “რუსეთში უსაფრთხოების რეჟიმის გამკაცრება და არაპროგნოზირებადობის მაღალი ხარისხია”. საგარეო ასევე მოუწოდებს ნიდერლანდების მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლებელია დაიწყოს “არეულობა დიდ ქალაქებში”.

მსგავსი თემები