,,პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა”- ანტონიო ტაიანი

“პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა”, – ასე აფასებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში სამხედრო ამბოხს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობა “ახლა უფრო ახლოსაა”.

განცხადება ანტონიო ტაიანიმ იტალიური გამოცემა Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტაიანი ფიქრობს, რომ ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებამ აჩვენა რუსეთის ხელისუფლების სისუსტე, რაც შეიძლება, უკრაინას დაეხმაროს.

“შიდა ესკალაცია იწვევს რუსი სამხედროების დაყოფას. ეს გარდაუვალია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს”, – განაცხადა მინისტრმა. 

მსგავსი თემები