,,რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ”ქართული ოცნება”- კახა კალაძე

,,თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას, ვერ მომიყვანთ რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კალაძეს კითხვა დაუსვეს, ევროინტეგრაციის გზაზე  შეუშლის თუ არა  ქვეყანას ხელს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და წახალისებული ძალადობა.

,,ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები