ყაზახეთში გრიგორი ლეპსს კონცერტი გაუუქმეს

მომღერალ გრიგორი ლეპსის კონცერტი ყაზახეთში გაუქმდა. რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს ინფორმაციით,  კონცერტი 8 ივლისს ალმატის რაიონის ქალაქ კონაევში უნდა გამართულიყო.

კომპანია, რომელიც საკონცერტო სივრცის უზრუნველყოფას გეგმავდა იუწყება, რომ კონცერტის ორგანიზატორებს შეთანხმება ცალმხრივად შეუწყვიტეს. ინფორმაციას ალმათის ოლქის საკრებულოს დეპუტატმა, ერკინ რაკიშევმაც დაადასტურა. მისი თქმით, ლეპსის კონცერტის გაუქმებაში წვლილი შეიტანა ალმათის ოლქის მერიამ.

კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელებში. ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა უკმაყოფილება ლეპსის ჩასვლის გამო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. როგორც მედია აღნიშნავს, მოქალაქეებმა ნეგატიურად აღიქვეს ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება.

 

მსგავსი თემები