შალვა პაპუაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „დღეს ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი. ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა 3 ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა…

მეტი...

,,ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ”- ირაკლი ზარქუა

,,ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა. „მომხრე ვარ, რომ გაერთიანდნენ და ამას სავარაუდოდ, ვერ აცდებიან. არ მინდა, რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს. ჭიჭე ვაშაძე ცალკე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ. ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი თესლიდან არის აღმოცენებული. „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან? – აბა, საკრებულოებს გადახედეთ. გახარია რომ მჭერმეტყველებს და ახლა გახდა დემოკრატი, თურმე, არ მოსწონს „ნაცები“. ისევე, როგორც ხაზარაძეს. მშვენივრად თანამშრომლობდნენ. ჭიჭე საერთოდ დუმს, დაიკარგა. წინასაარჩევნოდ პატარა…

მეტი...

,,მტერი ადვილად არ დანებდება, ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი ადვილად არ დანებდება და წინ ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება. მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთში წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ოკუპაციის გამო. ,,თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ძალიან მკაცრი ბრძოლა. რეალურად, ეს ახლა ხდება.”- განაცხადა მალიარმა. მალიარმა აღნიშნა, რომ არ ღირს სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებში ან განთავისუფლებულ დასახლებებში, რადგან ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა, რომელიც უკვე ხორციელდება.

მეტი...

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაევალა – საია

20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით  შსს-ს დაეკისრა 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. ,,ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში…

მეტი...

 ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

“ტაბულას” ჟურნალისტის ინფორმაციით,  ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა. ,,5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მონა ეძახა”, – წერს ცისია კირვალიძე სოციალურ ქსელში.  

მეტი...

„უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს?”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თავად და კლინიკის თანამშრომლები არიან. „უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ“, – წერს ნინო ნადირაძე. ცნობისთვის: ,,მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია.”

მეტი...

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ავსტრიაში, ქ. ვენაში გამართულ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით წარდგა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრირების პერსპექტივებზე. გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირების ერთ-ერთ საშუალებაზე. „საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულება ეროვნული საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმება არის კონკრეტული გზა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის გასააქტიურებლად, რომელიც…

მეტი...

მაღაროელების პროტესტი  გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი  გრძელდება. მაღაროელები დღეს, 16:00 საათზე პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ. მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. ცნობისთვის, მე-15  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესაამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით გასახორციელებელ ღონისძიებებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა  და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს. ამასთან, განიხილეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებები, რეკომენდაციები  და ინიციატივები. იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებებით არსებულ ინიციატივებზე. „ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში…

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა,”- ნათქვამია…

მეტი...

,,რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას?”- ”ხალხის ძალა” კელი დეგნანს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი ”მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები.” „დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ. რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები…

მეტი...

თიანეთის სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მათივე ცნობით, მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფელ ტუშურებში აიკრძალა საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

ბორის ჯონსონს პარლამენტში შესვლა აეკრძალა

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, პარლამენტში შესვლა აეკრძალა. საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად,  ჯონსონმა კოვიდპანდემიის დროს  წვეულების გამართვასთან დაკავშირებით, დეპუტატები განზრახ შეიყვანა შეცდომაში. კომიტეტის ორი დეპუტატი ჯონსონის პარლამენტიდან გარიცხვას ითხოვდა. 354 ხმით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის მიერ რეკომენდებულ სანქციებს  ჯონსონის წინააღმდეგ, რაც  პარლამენტში შესვლის საშვის გაუქმებას გულისხმობს, რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ყოფილი დეპუტატებისთვის.    

მეტი...

უკრაინა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად 7 პირობიდან ორს აკმაყოფილებს – Reuters

უკრაინამ შვიდიდან ორი პირობა შეასრულა მოლაპარაკებების დასაწყებად – ამის შესახებ Reuters ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. უკრაინამ სასამართლო რეფორმის და მედიის შესახებ კრიტერიუმები შეასრულა . როიტერსის ცნობით, სწორედ ამ შინაარსის იქნება ზეპირი მოხსენება, რომელსაც ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე. ,,პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებას, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, არსებობს ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები”, – განუცხადა  Reuters ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მიანიჭა ერთი წლის წინ – ოთხი თვის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მეტი...

,,ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ეს რეალურია“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ  პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა “რეალურია”. „დაახლოებით ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.    

მეტი...

დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანადაფინანსებით დედოფლისწყაროში ტყის აღდგენის პროექტს განახორციელებს.  სამიზნე ტერიტორიად  შერჩეულია 93 ჰა დეგრადირებული მუხნარი კორომი, სადაც ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიებები ჩატარდება. პროექტის  ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის,    საჭირო 30-მდე ერთეული აღჭურვილობა და ტექნიკა გადაეცა.  ასევე, დაფინანსდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, რომლებიც სააგენტოს მიერ მომზადებული  პროექტის მიხედვით,  ტყის ბუნებრივი აღდგენის  ღონისძიებებში ჩაერთვებიან. „ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და დღეისათვის, ამის საშუალებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარიც“ გვაძლევს. დედოფლისწყაროში…

მეტი...

უკრაინის რადაში ბელარუსის აგრესორ ქვეყნად ცნობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელორუსს აგრესორ ქვეყნად ცნობს. ამის შესახებ ორშაბათს  დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა განაცხადა. იურჩიშინის თქმით, ბელორუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მან უზრუნველყო თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. „ეს ნაბიჯი საჭიროა ბელორუსის რეჟიმის პასუხისმგებლობისა და უკრაინის წინაშე მომავალი რეპარაციების დასადგენად…ჩვენ გვახსოვს ბელორუსების დახმარება რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ომში და მადლობელი ვართ კალინოვსკის პოლკის მებრძოლების. თუმცა, ბელორუსია, როგორც ქვეყანა, იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე”, – განაცხადა დეპუტატმა. 16 ივნისს უმაღლეს რადაში რეგისტრირებული რეზოლუციის ტექსტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ განმარტებით…

მეტი...

თბილისში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას”- ზელენსკი

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის მეომრები ზოგიერთ რეგიონში წინ მიიწევენ, ზოგიერთში კი იცავენ თავიანთ პოზიციებს. „ზოგიერთ რეგიონში ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რეგიონში ისინი იცავენ თავიანთ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები. ჩვენ მხოლოდ გათავისუფლებები გვაქვს, მათ კი – მხოლოდ ზარალი. ზოგადად, ეს არის ჩვენზე ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუხსნათ გზა ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ…

მეტი...

წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები “ტიტანიკის” ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა გაუჩინარდა

წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, გაუჩინარდა. ამ დროისთვის  სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. მედიის ინფორმაციით, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს თვითმფრინავებითა და გემებით ეძებენ. საექსპედიციო კომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდს წყალქვეშ ყოფნა დაახლოებით 96 საათის განმავლობაში შეუძლია.

მეტი...