ტაილანდელ მამაკაცზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაილამდის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თავდასხმა გუშინ, 19 ივნისს, გია აბესაძის ქუჩაზე მოხდა.

შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს სამი არასრულწლოვანი დაესხა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კი ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი დაეცა და გონება დაკარგა. დაზარალებული რეანიმაციაში იმყოფება.

 

მსგავსი თემები