საქართველო ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის რუსეთში პირველ ადგილზეა – ”კომერსანტი”

რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით,  2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველო ღვინის მიწოდებით რუსეთში პირველ ადგილზეა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 63%-ით გაიზარდა და 24,15 მლნ ლიტრს მიაღწია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს პირველი ადგილი დაეკავებინა  ღვინის ექსპორტიორებს შორის  და იტალიას გადაუსწრო.

კომერსანტის წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინოის იმპორტი 49%-ით გაიზარდა და 13,1 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც შეესაბამებოდა მეორე ადგილს მიმწოდებელ ქვეყნებს შორის.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი აცხადებს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდა ძირითადად დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების საკუთარი იმპორტით არის განპირობებული.

АSТ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ რაფაილოვი ამბობს, რომ ქსელები გადავიდნენ პირდაპირ კონტრაქტებზე მწარმოებლებთან.

Luding Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერნესტ ხაჩატურიანი აღნიშნავს, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინოები ღირებულების დაბალი ცვალებადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, საქართველოდან ღვინოებს ნულოვანი იმპორტის გადასახადი ექვემდებარება, დასძენს WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტავცევი. მისი თქმით, იტალიიდან მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს გადახდებთან დაკავშირებული სირთულეებით, გაცვლითი კურსის გაზრდით და გარკვეული ნივთების უფრო მაღალი ფასებით.

მსგავსი თემები