,,პრეზიდენტი დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ, ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. მისი თქმით, პრეზიდენტს  დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში.

„პრეზიდენტს გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? – ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით. დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები. ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ და ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს? არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით? – კიდევ ერთხელ შანსს მივცემთ“, – განაცხადა ზარქუამ.

 

მსგავსი თემები