,,თქვენს მონობას ჩვენ არ დავემორიჩილებით”- მაღაროელები “ჯორჯიან მაგანეზის” ოფისთან მივიდნენ

ჭიათურელმა მაღაროელებმა პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობა გამართეს. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა აქციაზე განაცხადა, მონობას არ დაემორჩილებიან.

,,ყველაფერს გავაკეთებთ, ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას ჩვენ არ დავემორიჩილებით”. – განაცხადა მაღაროელმა.

მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, მე-15  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მსგავსი თემები