„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“ – კელი დეგნანი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე

საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებდა. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

„იმედგაცრუებულები ვართ. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შფოთვას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,” – განაცხადა დეგნანმა.

 

მსგავსი თემები