,,რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ”- კობახიძე

რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში.

„არ გამიგია, ადრეც გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები, რაზეც არის კონცენტრირებული ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები