რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს – უკრაინის დაზვერვა

ამ დროისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილ რისკზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა ასეთი საფრთხე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰიპოთეტურად ყოველთვის არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა

,,პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს – სტრატეგიულ და ტაქტიკურს. და ჰიპოთეტურად, ყოველთვის არის საფრთხე ამ მიმართულებით. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხს”, – განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველზე ოკუპანტებისთვის არაფერს შეცვლის, მაგრამ ეს გამოიწვევს პუტინის რეჟიმის დაშლას და მის საბოლოო დამარცხებას მსოფლიოს „გააფთრებული“ რეაქციის გამო.

 

მსგავსი თემები