,,როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება”- პოდოლიაკი

პუტინი უნდა იღებდეს მკაფიო სიგნალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს.

მისი თქმით, ბირთვულმა საფრთხეებმა არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინის თავდაცვაზე ან  ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაზე.

,,მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის არსებობა ან არარსებობა არ არის ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ომის საერთო განტოლებაზე და ბირთვულმა საფრთხეებმა არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინის თავდაცვაზე ან  ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაზე.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული დანებებისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს? “საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, არავინ დაგიცავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყავით?” ამის ნაცვლად პუტინი უნდა იღებდეს მკაფიო სიგნალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები