ლუკაშენკოს განცხადებით,  საქართველოს დასავლეთი მობეზრდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ ისწრაფვის

ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო საქართველოს საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას დასავლეთის დაპირებებს ურჩევნია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე დაბრუნდეს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ლუკაშენკომ  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის  საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა.

„თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებას – მობეზრდათ დასავლეთის დაპირებები და სურთ  ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ. იციან, რომ, არავინ შეუშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი”, – განაცხადა ლუკაშენკომშეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები