ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია

აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შეშფოთებულები არიან ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით.

„აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები