ესტონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა

ესტონეთის პარლამენტმა სამშაბათს მიიღო კანონი, რომელიც აკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას. სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.

,,მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლებებს პატივს სცემენ და ხალხს თავისუფლად შეუძლია სიყვარული”, – დაწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე.

კანონპროექტს მხარი პარლამენტის 55 წევრმა დაუჭირა, ხოლო 34-მა წინააღმდეგ წავიდა.

მსგავსი თემები