უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გეგმავს დარტყმას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ყირიმის ჩათვლით, ჰიმარსა და Storm Shadow რაკეტებით,”- განაცხადა შოიგუმ.

შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ყირიმზე შესაძლო დარტყმას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ომში ჩართვად ჩათვლის და საპასუხოდ დაარტყმას „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“.

მსგავსი თემები