,,ვინ გგონიათ კობახიძე? ის არის არარაობა, ნული, ოროსანია”- ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, კობახიძის მსგავსი ხალხი რომ არის ხელისუფლებაში, ეს საქართველოს სირცხვილია.

,,მე როგორ ვუწყობ ხელს შუღლის გაღვივებას, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე. ქვის სროლა, კვერცხის სროლა და დედის გინება არ არის გაღვივება და აკადემიური სტილით ლაპარაკი, რომ თქვენ ახალგაზრდავ, მართალი არ ხართ, ეს არის შუღლის გაღვივება? ვინ უსმენს მაგას? თქვენ ვინ გგონიათ კობახიძე? ის არის არარაობა, ნული. კობახიძეს უსმენენ იმდენად, რამდენადაც ბიძინამ თქვა მაგას მოუსმინეთო. კობახიძე რას წყვეტს? რა იცის მან? ის ოროსანია, მათ შორის იურისპრუდენციაში. კობახიძე არის მოძალადე! ზუსტად კობახიძეა, სტუდენტები რომ აცემინა. კობახიძის მსგავსი ხალხი რომ არის ხელისუფლებაში, ეს არის საქართველოს სირცხვილი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,არ შეიძლება გამოდიოდეს და ლანღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას”.

 

მსგავსი თემები