,,ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთის სტატუსის მინიჭებას”- სამადაშვილი

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ იცის, რა იქნება ევროკომისიაში ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი.

,,არ ვიცი, რა იქნება ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, მაგრამ ვვარაუდობ, ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები და დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას და ყველა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი ვერ გახდეს პოზიციის დაკავება, რომ სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც არსებობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებები იმ მიზანმიმართულ საბოტაჟს გადაწონის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმართა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

მსგავსი თემები